დღეს შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ოფიციალურად ბრალს წაუყენებენ, ამჯერად, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შედეგების გაუქმების მცდელობისთვის. კერძოდ, ტრამპს ბრალს ოთხი ეპიზოდით წაუყენებენ, მათ შორის არის შეთქმულება ქვეყნის მოტყუების მიზნით, მოწმეზე ზეგავლენა და შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების წინააღმდეგ.
ექსპრეზიდენტს სასამართლოში ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის ელოდებიან, წინასწარი ინფორმაციით, ის ბრალის აღიარებას არ აპირებს. თუმცა, გაივლის ფორმალურ პროცედურებს რაც თითის ანაბეჭდების აღებას და პირადი მონაცემების შევსებას გულისხმობს.
თავად დონალდ ტრამპმა, მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უპრეცედენტო უწოდა.