“2020 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიიწევს… დროა, გამოვიტანოთ დასკვნები – მოგიწოდებთ, გავყინოთ დახმარებები და შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი” – მალგოჟატა გოშევსკა

“2020 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიიწევს… დროა, გამოვიტანოთ დასკვნები – მოგიწოდებთ, გავყინოთ დახმარებები და შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი”, – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, ევროპარლამენტარმა, მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

“ისტორია გვასწავლის, რომ დიქტატორები ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას დემოკრატიული არჩევნებით მაგრამ მათ აღარ უნდათ შემდეგ ამ ძალაუფლების დათმობა და საფრთხე ხდებიან საერთაშორისო საზოგადოებისთვის. 2012 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მშვიდობით გადასცა ძალაუფლება. 2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველო უკან მიიწევს ავტორიტარული რეჟიმისკენ და სამწუხაროდ, ახლა ხალხი რომელიც ხელისუფლებაშია რუსეთისგან იღებს სარგებელს. დროა გამოვიტანოთ დასკვნები. მოგიწოდებთ იზოლაცია მოვახდინოთ ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების, გავყინოთ დახმარებები და შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი”, – განაცხადა გოშევსკამ.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებას” არჩევნები არ მოუგია… ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს”-რასა იუკნევიჩიენე
შემდეგი სტატიალუაზო: მე და ჩემმა 6-მა კოლეგამ საქართველოში არჩევნების დაკვირვებისას თაღლითობა დავინახეთ