2020 წლის 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2020 წლის 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის აღნიშნულ პერიოდში 148 შეთხვევა დაფიქსირდა

სულ საქართველოში რეგისტრირებულია 8269 აივ ინფიცირებული პირი, 6168 – მამაკაცია, 2091 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4271 პაციენტს განუვითარდა, 1674 გარდაიცვალა.

31 მარტის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 5202 (4625 + 577 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია – 37.4 % (3091)
დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად -48.5 % (3999)
მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან – 11.9 % (985)
დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით – 1.3 % (109)
სისხლის რეციპიენტია – 0.5 % (40)
გადაცემის გზა დაუდგენელია – 0.5 % (45)
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3059 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1145; შემდეგ იმერეთში 997; აჭარაში 942; აფხაზეთში (525); კახეთში (405) ქვემო ქართლში (473); შიდა ქართლში (304); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (112) და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.

რა არის აივ/შიდსი
აივ, იგივე ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი. შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი – ეს არის ვირუსი, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს, როდესაც 1980 წლებში აშშ-ში გავრცელდა. ამ ქვეყანაში ის, სავარაუდოდ, აფრიკიდან გავრცელდა, საიდანაც სამედიცინო მიზნებისთვის სისხლის იმპორტი ხდებოდა. სისხლის ნაწილი, სავრაუდოდ, აივ/შიდსით-ით იყო ინფიცირებული.

ვირუსით დაინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, გრიპის მსგავსი სიმპტომებით ვითარდება. ამას ე.წ ფანჯრის პერიოდი ეწოდება და თუ ადამიანი ანალიზს დაინფიცირებიდან 2-4 კვირის შუალედში გაიკეთებს, შესაძლოა აივ-ზე უარყოფითი პასუხიც მიიღოს, ამიტომ, შესაბამის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ანალიზის ხელახლა გაკეთება აუცილებელია.

მას შემდეგ, რაც აივ ინფექცია ორგანიზმში მოხვდება, მთავარი სამიზნე CD4, ე.წ იმუნიტეტის უჯრედები ხდება. აივ ვირუსის უჯრედები სწორედ იმუნიტეტის უჯრედებს აზიანებს, რაც საბოლოოდ მათ კვდომას იწვევს. ამას კი, ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებამდე მიჰყავს.

სისხლში CD4-ის რაოდენობა 600-დან 1200 ერთეულამდე მერყეობს, აივ-ის “შეტევის”შედეგად კი მათი რაოდენობა მცირდება. როდესაც იმუნიტეტის უჯრედები 500-ს ჩამოსცდება, რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება, რომელიც საქართველოში უფასოა.

იმ შემთხვევაში კი, თუ ამ უჯრედების რაოდენობა 200-ზე ნაკლები გახდა, ვითარდება შიდსი, რომელიც განკურნებას არ ექვემდებარება. 90-იან წლებში, შიდსის ეტაპზე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 18 თვემდე მერყეოდა, ახლა კი, მკურნალობის დახმარებით, შიდსის ეტაპზე მყოფი ადამიანების სიცოცხლე ათწლეულებიც შეიძლება გაგრძელდეს.

აივ-ით ინფიცირების რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნებიან:

მამაკაცები რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (მსმ)
ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები
სექს მუშაკები
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემა ხდება სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტითა და დედის რძით.
გადაცემას ასევე იწვევს შიდსით დაავადებულთან დაუცველი (კონდომების გამოყენების გარეშე) სქესობრივი კავშირი და კონტაქტი სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებულ პარტნიორთან, რაც ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის. ასევე, რისკ ფაქტორია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას დაბინძურებული შპრიცების გამოყენება.

აივ ინფექციის გადაცემა შეიძლება მოხდეს:

დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს
შიდსით დაავადებული დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს
დაბინძურებული ნემსების ან სხვა ბასრი საგნების ჩხვლეტისას (რისკ-ჯგუფს სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს)
ჰემოტრანსფუზიის დროს (ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმისას)
ტრანსპლანტაციის დროს (ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვისას)
ვირუსი არ გადაეცემა:

წყლით
ჰაერით
მწერებით
ნერწყვით, ოფლით ან ცრემლით.
ხელის ჩამორთმევით
საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით
კოცნით
საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობისას

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე : მსახურებაზე, რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი ესწრებოდა, სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატიაანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა