2020 წლიდან პენსიონერები 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ

2020 წლის 1-ლი იანვრიდან 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ საპენსიო ასაკის მქონე პირები. სოციალური პაკეტებისა და პენსიის ზრდა 1-ლი ივლისიდანაც მოხდება. 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების პაკეტებზე 30-ლარიანი მატებაა გათვალისწინებული.

ახალი წლიდან, მთაში მცხოვრები საპენსიო ასაკის პირები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ. 1-ლი ივლისიდან კი 300 ლარს მიიღებენ მთაში მცხოვრები ის პენსიონერები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება.

banner
წინა სტატიაშიიაშვილის სახელობის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა
შემდეგი სტატიალაპლანდიელი სანტა, რომელიც საქართველოში მოგზაურობს ენგურის ხიდზე იმყოფებოდა და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა