2020 წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა

2020 წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა, – გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა, წელს გრანტი 6 550-მა აბიტურიენტმა მიიღო, აქედან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

​„დღეს აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდება ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ.
2020 წელს 29 614 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. მე ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. რაც შეეხება იმ აბიტურიენტებს, ვინც კონკურს გამოეთიშა, საკმაოდ რთული და დაძაბული პერიოდი იყო და ვფიქრობ, მათ ამის გამო მოტივაცია არ უნდა დაკარგონ.

წელს გრანტი 6550-მა აბიტურიენტმა მიიღო, აქედან 100 პროცენტიანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა, 1500 მიიღო 70% დაფინანსება, ხოლო 4000-ზე მეტმა 50%.

ჩარიცხვების თვალსაზრისით, წინა წელთან შედარებით უკეთესი სიტუაციაა. შარშან რეგისტრირებული აბიტურიენტების 71 პროცენტი გახდა სტუდენტი, წელს სწავლის გაგრძელების უფლება 75 პროცენტმა მოიპოვა.

სტუდენტებს მინდა შევახსენო, რომ უნდა დაუკავშირდნენ უნივერსიტეტს და იქ გაიარონ რეგისტრაცია. 500-მდეა იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომლებიც არ ჩაიჭრნენ, მაგრამ მაინც ვერ მოხვდნენ უნივერსიტეტში“,- განაცხადა სოფიო გორგოძემ

banner
წინა სტატიაშიარასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში ვაკანსიები გამოცხადდა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – არავითარი საშიშროება არ არსებობს, რომ კორონავირუსის უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ