2020 წელს ნულოვანი ბარიერი, რაც მსოფლიოში არ არსებობს, ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას – სააკაშვილი

2020 წელს ნულოვანი ბარიერი, რაც მსოფლიოში არ არსებობს, ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას.

ყოფილი პრეზიდენტის ფიქრობს, რომ 2020 წელს ნულოვანი ბარიერით ჩატარებული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი პატარ-პატარა პარტიებს იყიდის.

„ბავშვებს დასთხარეს თვალები, საოცრებები ჩაიდინეს და თურმე რისთვის? იმისათვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე. ე.ი. მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს და ყველას დაიჭერს, დახურავს „რუსთავი 2“-ს და ყველასთან „გააიასნებს“ სიტუაციას. 2020 წელს ნულოვანი ბარიერი, რაც მსოფლიოში არ არსებობს, ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, გაერთიანებების დაშლას და ამით საბოლოოდ ჩაიდებს ჯიბეში საქართველოს. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში? ამისთვის დაიღვარა სისხლი და ამისთვის არის მსოფლიოში ამხელა მოძრაობა? ეს კაცი მართლა აბსოლუტურ იდიოტებად გთვლით?

ივანიშვილი სრულ პანიკაშია. ვინც ახლა ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი. ახლა აქ საუბარია იმაზე, რომ ამ კაცმა უნდა გადააყენოს გახარია, გაათავისუფლოს ყველა დაპატიმრებული და დაუყოვნებლივ დანიშნოს რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, გამოცვალოს ნაყიდი თამარ ჟვანია, ჩამოვიყვანოთ საერთაშორისო დამკვირვებლები და ყველამ ერთად ჩავატაროთ ახალი არჩევნები. ყველაფერი დანარჩენი არის საქართველოს დაუძნებელი მტრის, ივანიშვილის აფერისტული სქემის განხორციელების მცდელობა.ჩემი აზრით, ამაზე პასუხი უნდა იყოს ის, რომ აქციები გაგრძელდეს მთელ საქართველოში და ივანიშვილი, ეს გველეშაპი, ეს დამაქცევარი უნდა მოშორდეს ქართველ ხალხს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშილმა ვიდეო-მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიგახარია, გიხარია?-შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაარაადეკვატურები არიან, გონიერება ივანიშვილს დღეგამოშვებით აქვს – ირაკლი ოქრუაშვილი