2020 წელს ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი 14 კედელი მოეწყო

region
ავტ.: region დეკემბერი 19, 2020 12:10

2020 წელს ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი 14 კედელი მოეწყო

მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედელი 14 მისამართზე მოეწყო. ერთ-ერთი პროექტი სვანეთის ქუჩა N44-ში განხორციელდა, სადაც 20-მეტრიანი კედელი აშენდა, ასევე, დამონტაჟდა ლითონის დამცავი ღობე.

შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„სვანეთის ქუჩაზე დავასრულეთ ერთ-ერთი რთული კედლის მშენებლობა. აქ იყო ბეტონის ძველი კონსტრუქცია, რომელიც ჩამოიშალა და აუცილებელი გახდა ახალი გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა. რთული რელიეფის და განაშენიანების გამო, ნაძალადევის რაიონში ბევრი მისამართი გვაქვს, სადაც მსგავსი პრობლემებია. პრიორიტეტების მიხედვით მივყვებით ლოკაციებს და ამ მიმართულებით წელსაც ნაყოფიერად ვიმუშავეთ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 128 000 ლარია. 2020 წელს 14 საყრდენი კედლის მშნებელობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 1 000 000 ლარი დახარჯა.

region
ავტ.: region დეკემბერი 19, 2020 12:10