“2020 წელი აღარ იქნება ქველმოქმედების”-დავით ჭიჭინაძე

„ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილმა ზუსტად გაიგო, რომ აღარ ჰქონდა ის ძალაუფლება, რაც 2013, 2014, 2015 -ში…ამიტომ მას მოუწია თხოვნა.  ამ თხოვნას მოსახლეობა დაჰყვა და მხარი დაუჭირა, მაგრამ თხოვნა შეიძლება დააკმაყოფილო ერთხელ. დღეს უკვე  პირდაპირ, თუ  ირიბად, ივანიშვილი თავად აღიარებს რომ არ გამოუვიდა არაფერი,რადგან, მივიღეთ  პრეზიდენტი, რომელიც თითქმის ყოველ დღე  გვაოცებს და ქვეყანას, მის სტაბილურობას ძალიან ბევრ ხიფათს უქმნის;

მივიღეთ ხალხთან დაპირისპირებული პრემიერი;

მივიღეთ მინისტრები, რომლებიც არაფერს არ წარმოადგენენ ქვეყნის მაშტაბით და მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამტარებლები არიან;

და მივიღეთ  მოსახლეობასთან პრაქტიკულად დაშორებული ბიძინა ივანიშვილი.

მოკლედ, ერთი წლის წინ საქართველოს მოსახლეობამ „ვალიც დააბრუნა“ და „ქველმოქმედებაც“ გაიღო, შესაბამისად  ანგარიშიც გასწორებული და გათანაბრებულია.

მაგრამ  2020 წელიც უკვე ნამდვილად აღარ იქნება საქველმოქმედო წელი.

ხოლო რადგან ივანიშვილი მაინც  იმ პოლიტიკოსებზე დებს ფსონებს, რომლებიც მის გარშემო არიან, მე ვურჩევდი ჯობია წაგებით გაუშვას ეს ადამიანები და აცალონ მათ, ვინც ამ ქვეყანას ფეხზე დააყენებს.

ამას გარდა, ადამიანები, რომლებიც ორ ვადაზე მეტ ხანს ცდილობენ ხელისუფლებაში დარჩენას, უბრალოდ ცვდებიან და მათ ახლის შეთავაზების პოტენციალი აღარ გააჩნიათ.

არადა ქვეყნის განვითარებას  ყოველთვის სჭირდება ახალი ძალა  და ძალიან დიდი ხიფათი არსებობს იმის, რომ თუ  2020 წელს არ იქნება დემოკრატიული არჩევნები,  კიდევ ერთხელ გავიაროთ ის, რაც ერთხელ უკვე ვნახეთ…“-აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაში„და ჩვენ ვიცეკვეთ“ პროდიუსერი-ყველა ადამიანს აქვს უფლება, კანონის ფარგლებში აზრი გამოხატოს
შემდეგი სტატიაკახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა