2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომანქანების მფლობელებს განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდათ

საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ, 2021 წლის პირველ ივნისამდე გაუხანგრძლივდათ.

მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში და არ გაუვლიათ საბაჟო პროცედურები, მომსახურების სააგენტო მოუწოდებს, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს და 31 მაისის ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები.

მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – თუ ნიკა მელია ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას დათანხმდება, ეს ქვეყნის ისტორიისთვის სერიოზული გამოცდილება იქნება
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – ტელესკოპით გვიყურებს მსოფლიო