2019 წლის ხუთ თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე 110 მშობელს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა

region
ავტ.: region ოქტომბერი 4, 2019 15:15

2019 წლის ხუთ თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე 110 მშობელს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა

2019 წელს მშობლების მიერ ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა, გაზრდილია შემაკავებელი ორდენების გამოცემისა და გამოძიების დაწყების მაჩვენებელიც, – ამის შესახებ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, გოგა ხატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წლის ხუთ თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე 110 მშობელს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

„მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი მშობლების მხრიდან ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენის შემთხვევები. გაზრდილი არის შემაკავებელი ორდენების გამოცემის მაჩვენებელი 2019 წლის ექვს თვეში და ასევე გაზრდილი არის გამოძიების დაწყების მაჩვენებელიც. მაგალითად, 2019 წლის ხუთ თვეში 110 მშობელს დაეკისრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე“, – განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.

მისი თქმით, სტატისტიკა მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია ამ დანაშაულების პრევენცია და აუცილებელია გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერება.

„კვლავ რჩება გამოწვევები მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში და ამ მიმართულებით მთავარი გამოწვევა ჩვენთვის არის საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობა და სიმწირე ამ დანაშაულებებზე, ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მიმართულებით უწყებების გააქტიურება. განსაკუთრებით კოორდინირებული მუშაობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით და გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლებს უტარდებათ პერმანენტული ტრეინინგები, მათ ეძლევათ გარკვეული სახის რეკომენდაციები გამომძიებელთა დამოკიდებულების მხრივ, გვაქვს გარკვეული გამოწვევები“, – აცხადებს გოგა ხატიაშვილი.

region
ავტ.: region ოქტომბერი 4, 2019 15:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,914
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics