2019 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2019 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის ვადა 3 აპრილამდე აქვთ.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, წელს მისი ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურასთან და უცხო ენასთან ერთად, სავალდებულო იქნება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ეროვნულ გამოცდებში წელს ცვლილებები რამდენიმე საგანში ტესტის ფორმატს შეეხო.

ასევე სიახლეები შეეხო გრანტის საკითხს. 2 ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარების შემთხვევაში, თითოეულ საგანში ბარიერის ვერ გადალახვის ან გამოცდაზე არგამოცხადების დროს, აბიტურიენტი გრანტის მიღების შანსს არ კარგავს.

„წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სიახლეები შეეხო ტესტის ფორმატს რამდენიმე საგანში, ეს არის ქართული ენა-ლიტერატურა, უცხოური ენები და გეოგრაფია. გარდა ამისა, კიდევ ერთი სიახლე ეხება გრანტის მიღების წესს. ეს სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ თუ 2 ან მეტი არჩევითი საგანი ჩააბარა აბიტურიენტმა, ამ შემთხვევაში თითოეულ საგანში ბარიერის ვერგადალახვის ან არგამოცხადების შემთხვევაში, იგი არ კარგავს გრანტის მიღების შანსს,“ – განაცხადა სოფო გორგოძემ.

banner
წინა სტატიაში„ეს არის დავა ორ კერძო კომპანიას შორის” – პრემიერი “ჯორჯია ეარვეისის” და აეროპორტების მმართველ კომპანიას შორის დაპირისპირებას ეხმაურება
შემდეგი სტატიამიხეილ ბატიაშვილი – სახელმწიფო 500-მდე ადამიანს გადაამზადებს, ეს ციფრი ყოველთვიურად გაიზრდება