2019 წლის ბიუჯეტის პროექტი – პარლამენტის დაფინანსება 2 მილიონ 600 ათასზე მეტით იზრდება

ქვეყნის მთავარი ფინანსურ დოკუმენტის განხილვა დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გაგრძელდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს პარლამენტის დაფინანსება 2 მილიონ 600 ათასზე მეტით იზრდება.

ასევე, იზრდება შრომის ანაზღაურება თითქმის მილიონ 700 ათასი ლარით, თუმცა მომუშავეთა რიცხვი უცვლელი რჩება.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, საჯარო სამსახურში 1500-ზე მეტ დასაქმებულს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება, თუმცა ამავე პროექტის მიხედვით შრომის ანაზღაურების მუხლში დაახლოებით 60 მილიონი ლარით მეტია.

ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვის კომიტეტებზე უკვე განიხილეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს უჭერენ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისასალმებელია თავდაცვის მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ამ ბიუჯეტის მიხედვით მხოლოდ სახელფასო ფონდი იზრდება.

banner
წინა სტატიაში“კანონიერმა ქურდებმა” დონეცკში გავლენის სფეროები გადაინაწილეს
შემდეგი სტატიაგაერთიანებული ოპოზიცია იმ პირის ვინაობას ასაჯაროვებს, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი გადაურიცხა