2019 წლის ბიუჯეტი არის პრობლემების კიდევ უფრო გაღრმავების ბიუჯეტი – ჭიაბერაშვილი

2019 წლის ბიუჯეტს ოპოზიცია აკრიტიკებს და მხარს არ უჭერს. “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტი მოსახლეობაზე ორიენტირებული არ არის. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ მსგავსი ტიპის ბიუჯეტის პროექტები ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

„ეს ბიუჯეტი არის ზუსტი ასლი წინა წლების ბიუჯეტებისა და სწორედ, ასე დაგეგმილმა ბიუჯეტებმა მიგვიყვანა სიღარიბის ზღვარზე ქვეყანაში. ამიტომ, ეს ბიუჯეტი არის არა მდგომარეობის გამოსწორების, არამედ პრობლემების კიდევ უფრო გაღრმავების ბიუჯეტი. თუნდაც პენსიის 20 ლარიანი ზრდა, რომელიც ჩადებულია არსებითად ვერ შეცვლის სიტუაციას იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანას სჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, შეიქმნას სამუშაო ადგილები, მაგრამ ამას სჭირდება გადასახადების შემცირება და ის, რომ მთავრობამ მოიკლოს ბიუროკრატიული ხარჯები. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება ” ამას არ აპირებს, ამიტომ ეს ბიუჯეტი არის გაღრმავების და არა პრობლემების გადაჭრის ბიუჯეტი. ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან არჩევნების პირველი ტურის მერე, რომ ფუნდამენტურარდ გადაიხედებოდა პენსიების, დევნილთა შემწეობის, სოციალური საკითხები, მაგრამ ბიუჯეტი არცერთი ამ მიმართულებით არ ასახავს, თუნდაც ერთი კვირის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემულ დაპირებას, ამიტომ ვხედავთ იმას, რომ სიტყვა რჩება სიტყვად და ივანიშვილი აგრძელებს ქართველი ხალხის მოტყუებას“–განაცხადა ზურა ჭიაბერაშვილმა.

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი პარლამენტს დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს. პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს, რომელიც მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოში 5 ნოემბერს წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიუმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატია„საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ხელი აქვს დაბანილი“ – სალომე სამადაშვილი ჰააგაში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს პროცესზე