2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში თეთრი ტაქსები იმოძრავებენ – სამკარიან და მარჯვენასაჭიან მანქანებს აღნიშნული საქმიანობა აეკრძალებათ

თბილისში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მერის განცხადებით, ამავე სერვისის განხორციელებას, ასევე პირველი ოქტომბრიდან ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები. კალაძის განცხადებით, მოცემულ ეტაპზე, ტაქსის სერვისის განხორციელებაზე 6 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. პირველი ოქტომბრიდან კი, ამ საქმიანობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით დაჯარიმდება:

„მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ უნებართვო საქმიანობის მიმართ მკაცრი მიდგომა გვექნება, ჯარიმა 200 ლარს შეადგენს. ერთწლიანი ნებართვის საფასური შიდა წვის ძრავიან ავტომობილზე შეადგენს 100 ლარს, ჰიბრიდულზე – 50 ლარს, ელექტროავტომობილებისთვის კი, უფსაოა. საუბარია ფერზე, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რომელიც სავალდებულო იქნება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან. ამასთან, მომავალი წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. გარდა ამისა, ტაქსის მანათობელი, რომელსაც დედაქალაქის მერია დაამზადებს, პირველ ჯერზე მათ გადაეცემათ უფასოდ. დაზიანების და გატეხვის შემთხვევაში კი, ყიდვა მოუწევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება სამხედროებს შორის – დაკავებულების სასამართლო გაიმართება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : კერძო მესაკუთრეები დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიას სამშენებლო მიზნით ვერ გამოიყენებენ