2019 წელს ქალაქ წალენჯიხაში გაზგაყვანილობის დაქსელვის სამუშაოები განხორციელდება

უკრაინა რუსულ გაზს ევროპულს ჩაანაცვლებს

walenjixa2019 წლის 5 აპრილის , საქართველოს მთავრობის განკარგულება # 791 -ის საფუძველზე დამტკიცდა გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც, შპს ‘ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2019-21 წლების მანზილზე უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით 223 დასახლებულ პუნქტში არსებული 58 894 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომლის სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 209 000 000 ლარს.
აქედან გამომდინარე, ქალაქ წალენჯიხაში 2019 წელს იწყება დაქსელვის სამშენებლო სამუშაოები.
2020 წელს განხორციელდება ჯვარის, ჩქვალერის, ლიას, საჩინოს, ფახულანის, მედანის, ობუჯის ნაკიფუს, ჭალეს, ჯგალის, მიქავას, ეწერისა და მუჯავას საპროექტო სამუშაოები. 2021 წელს კი დაიწყება ამ ტერიტორიაზე გაზგაყვანილობის დაქსელვის სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : ვატო შაქარიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და ჩვენ ყოველთვის ერთ პოზიციაზე ვიყავით და მომავალსაც სწორედ საერთო ბრძოლის ველზე ვხედავ
შემდეგი სტატიაქალაქ იზმირში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს