2019 წელს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიაში ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აღარ მოხვდნენ, რადგან მათ მიმართ კითხვები არსებობდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განმარტებით, 2019 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებისას, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კომიაიში იმ მიზეზით აღარ მოხვდნენ, რომ მათთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობდა.

„2019 წელს მოხდა კომისიის გადახალისება, თუმცა მთლიანად არა. ბევრი ადამიანი ძველი კომისიიდან იყო, მაგრამ ბევრი ადამიანი იყო ახალი. მთავარი ამოცანა იყო, გაგვეახლებინა კომისია და დაგვეკომპლექტებინა ისეთი ადამიანებით, რომლებთანაც სხვადასხვა მიმართულებით საზოგადოებას არ ექნებოდა კითხვები“, – განაცხადა დარსალიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა პირადად მას მელაშვილთან და ილიჩოვასთან კითხვები, დარსალიამ უპასუხა, რომ „საზოგადოებაში არსებობდა ძალიან ბევრი კითხვა წინა კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით“.

banner
წინა სტატიაშივატო სურგულაძე – სამედიცინო ინფორმაციის მიწოდების ახალი ელექტრონული მოდულის ე.წ. „სისტემის მომხმარებლის“, 25 ოქტომბერს ამოქმედება ეჭვს იწვევს – არის საშიშროება, რომ მოხდეს ინფორმაციით მანიპულირება
შემდეგი სტატიამარტვილში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად ხორციელდება