თადუმაძე კარგი კერკეტი კაკალია… ადვილი არ არის მისი დაყოლიება რაიმე თემასთან დაკავშირებით – ვოლსკი

“შალვა თადუმაძეს უნდა იცნობდეთ, საკმაოდ ღიმილიანი პიროვნებაა, მაგრამ საკმაოდ ისეთი კერკეტი კაკალია ” – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
ვოლსკის აზრით, მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე შეიძლება პროკურორობაზე უარს არ ამბობს და სურვილს გამოთქვამს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყოს.

“შეიძლება პროკურორობაზე უარს არ ამბობს და შეიძლება სურვილს გამოთქვამს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყოს. ჭიქა ცარიელია თუ ნახევრად სავსეა, ერთი და იგივეა, მაგრამ პათოსია სხვადასხვა. ჩვენს მიერ არჩეული პროკურორია და თუ გადავწყვეტთ, მოსამართლეც ჩვენს მიერ არჩეული იქნება უზენაეს სასამართლოში. ადამიანები მომავალში საკუთარ თავს პერსპექტივაში შეძლება სხვადასხვანაირად უყურებენ. შალვა თადუმაძეს უნდა იცნობდეთ, საკმაოდ ღიმილიანი პიროვნებაა, მაგრამ საკმაოდ ისეთი კერკეტი კაკალია, პრინციპული, კარგი მცოდნე, პატრიოტი და წესიერი ადამიანია. ასე ადვილი არ არის მისი დაყოლიება რაიმე თემასთან დაკავშირებით, გინდ ჩვენგან იყოს და გინდ დამოუკიდებლად წყვეტდეს. ასე ადვილი არ არის”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას
შემდეგი სტატია„ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს მატჩების გარიგების საქმეზე, საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა