2018 წლის ოლიმპიადაზე შესაძლოა რუსეთის ჰიმნი აკრძალონ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ჰიმნის აკრძალვის საკითხს. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რუსეთის ნაკრების ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლის საკითხი. ამის შესახებ წერს გაზეთი “The New York Times”, რომელიც თავის მხრივ ოლიმპიური კომიტეტის რამდენიმე კომპეტენტურ წყაროს ეყრდნობა. მათი თქმით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შეუძლია რუსეთის გუნდის წინააღმდეგ ფინანსური სანქციებიც გამოიყენოს, აგრეთვე აუკრძალოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა იმ სპორტსმენებს და დელეგაციის ოფიციალურ წევრებს, რომლებიც ე.წ. დოპინგის სკანდალში არიან ეჭვმიტანილნი.
“The New York Times” აღნიშნავს, რომ საბოლოო ვერდიქტს რუსეთის ნაკრების ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 5 დეკემბერს გამოიტანს. როგორც კომპეტენტური წყაროები აცხადებენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს აუკრძალონ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის ნაკრები ეროვნული დროშის გარეშე დატოვონ და აიძულონ ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობა.
შეგახსენებთ, ანტისადოპინგო საერთაშორისო ექსპერტის რიჩარდ მაკლარენის დასკვნით, 2016 წელს რუსეთში აწყობილი “დოპინგ-სისტემა” მოქმედებდა, რომელშიც 1000-ზე მეტი სპორტსმენი იყო ჩართული, მათ შორის სოჭის ოლიმპიური თამაშების 12 მედალოსანი.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძის სკანდალური ვიდეომასალა-სპეცდანიშნულების რაზმი სააკაშვილის ექსტრადირებისთვის ემზადება !
შემდეგი სტატიაუკრაინას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეწვევა