2018 წლის ბიუჯეტის მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაა-ქუმსიშვილი

მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმების შესრულებისთვის 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ თანამიმდევრულად განვაგრძობთ იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ 2016 წლის ბოლოს, მიმდინარე – 2017 წლის ბიუჯეტის წარდგენისას. ამ პოლიტიკის მიზანია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მანდ არ ჩამომესვლება. სამუდამოს მომისჯიან” – წერილი, რომელიც დაკარგული სამხედროს ოჯახმა მიიღო
შემდეგი სტატია“რუსულ ციხეში მე სიკვდილი მელოდება” – კადიევი დახმარებას ითხოვს