2018 წლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები გაიზრდება – ჩხენკელი

2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები – მის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.
„განათლების პროცესში უმთავრეს როლს პედაგოგი ასრულებს. მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობას შევქმნით, რომელიც ორიენტირებული იქნება არამხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. პროფესიული განათლების მოტივაციის ამაღლების მიზნით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები. ამასთან, მინიმუმამდე დავიყვანთ ბიუროკრატიულ პროცედურებს, რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ. ამავდროულად, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში და კომპექსურად განხორციელდება პედაგოგთა კვალიფიკაციის მონიტორინგი, დაიხვეწება შიდა და გარე შეფასების მექანიზმები, რომელთა მიზანია საუკეთესოთა გამოვლენა და სათანადო დაფასება“, – განაცხადა ჩხენკელმა.

banner
წინა სტატიაში”მოვიდა დრო საპატრულო პოლიციის რეფორმირების შემდგომ ეტაპზე გადასვლის”- გახარია
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობის საგზაო რუკას მოამზადებს