2018 წელს ხელთუბნის გზაზე გარდაცვლილი მერებაშვილის სიკვიდლის მიზეზი ექსპერტიზების დასკვნის თანახმად, შესაძლოა გამოწვეულიყო ავტომანქანის გადავლის შედეგად

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში ახლაგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა, რაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის არაერთი ექსპერტიზის დაწკვნით დამტკიცდა, როგორც სამინისტროში აცხადებე: „ 2018 წლის 6 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციამ ინფორმაცია 112-ში შესული შეტყობინებით მიიღო. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფოს და პოლიციის თანამშრომლებს 1999 წელს დაბადებული თ.მ. უგონო მდგომარეობაში დახვდა. მას გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე 112-ში განხორციელებული ზარის ინიციატორი, მიკროავტობუსის მძღოლი თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა. ადგილზე მძღოლის განმარტებით, მანქანით გადაადგილების დროს, მან გზაზე მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი თ.მ. შეამჩნია, მიკროავტობუსი გააჩერა და 112-ში დარეკა. თუმცა შემთხვევიდან მეორე დღეს, პოლიციაში მიცემულ ჩვენებაში, მიკროავტობუსის მძღოლმა შეცვალა შემთხვევის ადგილზე ზეპირად ნათქვამი სიტყვები და აღიარა, რომ გზის პირზე მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი თ.მ. დროულად ვერ შეამჩნია და მანქანით გადაუარა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მძღოლის გვერდზე და უკან მჯდომი სამივე მგზავრი საკუთარ ჩვენებაში გადავლის ფაქტს ადასტურებს.
სამართალდამცველებმა ინტენსიურად დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებული და შესწავლილია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები.
თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა დამატებით, კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს.
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, თ.მ.-ს გარდაცვალების მიზეზი სხეულის ტრავმა ჩონჩხის ძვლების მოტეხილობით და შინაგანი ორგანოების დაზიანებები გახდა, რომელიც ამავე ექსპერტიზების დასკვნის თანახმად, შესაძლოა გამოწვეულიყო ავტომანქანის გადავლის შედეგად.
მას შემდეგ რაც საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გამყარდა ექსპერტიზების დასკვნებით, პოლიციამ ბრალდებულის სახით დაუყოვნებლივ დააკავა მძღოლი ზ.კ.-ს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსს მართავდა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის მხარდამჭერი – მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დავაბრუნებთ
შემდეგი სტატია“იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის სამჭედლო სკოლად ჩამოყალიბდა”- ანა დოლიძე