2018 წელს კანონმდებლებმა ჯამში 705 კანონპროექტი მიიღეს და 49 ხელშეკრულების და შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტს დაუჭირეს მხარი

X მოწვევის პარლამენტმა, 2018 წელს, ქვეყნის უზენაესი კანონის – საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და პარლამენტის განახლებული რეგლამენტი მიიღო, რომლებიც ძალაში საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში 51 პლენარული სხდომა გაიმართა.

„2018 წელს კანონმდებლებმა ჯამში 705 კანონპროექტი მიიღეს და 49 ხელშეკრულების და შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტს დაუჭირეს მხარი. საქართველოს პარლამენტმა დეპუტატების მიერ ინიცირებული 257, ხოლო კომიტეტების მიერ ინიცირებული 36 კანონპროექტი მიღებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდამწვრობის ცენტრს დეკემბრის თვეში პიროტექნიკით დაშავებულმა 40-მა პაციენტმა მიმართა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა