“2018 იყო მძიმე წელი, ‘’ქართული ოცნების’’ პირობებში სხვა მოლოდინი არც უნდა გვქონოდა”

2018 წელი ძალიან რთული წელი იყო , რთული წელი იყო ეკონომიკურად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის- განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. ბაქრაძემ მიმდინარე წელი შეჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

“დღეს ცხოვრება არის რთული , ყველაფერი გაძვირდა , არ გაზრდილა შემოსავლები , არ გაჩნდა სამუშაო ადგილები, ამის შედეგად ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეკონომკურად იყო რთული . რა თქმა უნდა ცუდი მოვლენა იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური , რომელიც უდაოდ იყო ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი და იყო მთლიანად სახელმწიფოსთვის უკან გადაგმული ნაბიჯი , ამიტომ რომ შევაფასოთ ბუნებრივია 2018 წელი იყო მძიმე წელი, ‘’ქართული ოცნების’’ პირობებში სხვა მოლოდინი არც უნდა გვქონოდა და სწორედ ამიტომ ჩვენი, ევროპული საქართველოს ამოცანა იქნება 2019-2020 წლებში მოვამზადოთ ცვლილებები , წავიყვანოთ ქვეყანა წინ და შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ და ამის გაკეთება ჩვენს ხალხთან ერთად ნამდვილად შეგვიძლია და საქართველოც და ქართველი ხალხიც ნამდვილად იმსახურებს იმას,რომ 2019 წელი იყოს წარმატების , განვითარების და სიკეთის მომტანი.” განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიიურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრად აპირებს დარჩენას