ორი ტანკერის შეჯახების გამო ,იაპონიაში კუნძულ მუცურესთან, დიდი რაოდენობის ნავთობი ზღვაში ჩაიღვარა – ამის შესახებ ქვეყნის სანაპირო დაცვა ავრცელებს ინფორმაციას.
ერთმანეთს იაპონური “ვეკომარუ”, რომლის ბორტზეც 2018 ტონა ნავთობი იყო განთავსებული, პანამის ქიმიურ ტანკერს “სალფა გარლანდას” შეეჯახა, რომელსაც 3498 ტონა ნავთობი გადაჰქონდა.
შეჯახების შემდეგ იაპონური ტანკერიდან ნავთობმა გამოჟონა – სანაპირო სამსახურმა უკვე მოინიშნა დაბინძურებული ტერიტორია, რომლის მასშტაბებიც არ სახელდება.
ზღვის ნავთობით დაბინძურების უკანასკნელი შემთხვევა მაისში სანტა-ბარბარაში მოხდა, რომლის მიზეზიც ნავთობსადენზე მომხდარი ავარია იყო.
ყველაზე მასშტაბურ ეკოლოგიური კატასტროფად აღიარებულია 2010 წელს მექსიკის ყურეში მომხდარი შემთხვევა, როცა Deepwater Horizon-ზე მომხდარი აფეთქების შედეგად ნავთობი ჩაიქცა ყურეში. აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა. ნავთობის წყალში მოხვედირის შეჩერება კი მხოლოდ სამი თვის შემდეგ მოხერხდა.
.