2017 წლისთვის, თბილისში, 13 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის მერია 2017 წლისთვის 13 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობას გეგმავს.

 

მერის თქმით, საბავშვო ბაღებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ბაღები დედაქალაქის იმ უბნებში აშენდება, სადაც განსაკუთრებით მაღალია სხვაობა მოთხოვნასა და არსებულ ადგილებს შორის.
„2016 წელს დედაქალაქის მერია 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს, 2017 წლისთვის კი, თბილისში, 13 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და რაც მთავარია, გათვალისწინებული იქნება ენერგოეფექტურობის ელემენტები. ბაღები აშენდება ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში, ასევე, გლდანის ხევში და იმ უბნებში, სადაც შედარებით მაღალია მოთხოვნა“, – განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობას მოუწოდა, მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერები ღიად და გამჭვირვალედ ჩაატაროს.
banner
წინა სტატიაშიშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიაNDI-ის კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის შესახებ გამოკითხულთა 21%-მა საერთოდ არ იცის