2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განიხილავენ

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა გაიმართება დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში.

სხდომაზე დეპუტატების შენიშვნებზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც ის მთავრობას დაუბრუნდება.

ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი კი მთვრობამ 5 ნოემბრისთვის, ისევ საკანონმდებლო ორგანოს უნდა გადაუგზავნოს.

დეპუტატებს ეკონომიკის 4%-იან ზრდასთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები.

ასევე, საშემოსავლო გადასახადების ზრდასთან და გაზრდილ ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით, შენიშვნები აქვს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტსაც.

„დაახლოებით 400 მილიონით არის ზრდა და წინა წლების ტენდენცია ჩემის აზრით, არ იძლევა ასეთ ოპტიმისტური შემოსავლის მიღების საშუალებას,“ – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიდაჭრილი ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიემა
შემდეგი სტატიაე.წ. “ბათუმის მაგნოლიის” საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაგრძელდება