2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით შემცირდა – საქსტატი

2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9% შეადგინა – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გოგიტა თოდრაძის თქმით, ქვეყანაში მილიონ 700 ათასი დასაქმებული პირია, საიდანაც 880 ათასი თვითდასაქმებულია, 280 ათასი კი სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული.

საქსტატის მონაცემების თანახმად, უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 15-დან 24 წლამდეა, ხოლო 65 წლის ზემოთ უმუშევრობის დონის შედარებით დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

banner
წინა სტატიაშიტატუნაშვილის ოჯახმა შესაძლოა სტრასბურგში სარჩელი რუსეთთან ერთად, საქართველოს წინააღმდეგაც შეიტანოს
შემდეგი სტატიავარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა