2017 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 2379 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა შემოსავლებმა 4610,9 მლნ. ლარი შეადგინა – საქსტატი

2017 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 2379 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა დეკლარირებულმა შემოსავლებმა 4610,9 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან უდიდესი ნაწილი (74,0 პროცენტი) მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 10,4 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 15,6 პროცენტი სხვა სახის შემოსა ვლებზე ნაწილდება. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების სტრუქტურა 2017 წელს:

2017 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საპროცენტო ხარჯებმა 1479,7 მლნ. ლარი შეადგინა. დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე 819,9 მლნ. ლარი დაიხარჯა.

2017 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 1366,0 მლნ. ლარი ნა ღდი ფულის სახით.

2017 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ფიქსირებულ აქტივებში განხორციელდა 607,5 მლნ. ლარის ინვესტიცია. 2017 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 1426,3 მლნ. ლარი შეადგინა.

2017 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 37,8 ათას კაცს, რომელთაგან 61,4 პროცენტი ქალი იყო.

2017 წელს სადაზღვევო კომპანიების2 მიერ გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 413,1 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 43,4 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 17,7 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 15,5 პროცენტი – სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 7,0 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (16,4 პროცენტი) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

2017 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 251,0 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 63,8 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 17,8 პროცენტი – სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 11,2 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 3,5 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, დანარჩენი (3,7 პროცენტი) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სადაზღვევო კომპანიების (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) მიერ 2017 წელს გამომუშავებული პრემია (ბრუტო) და დამდგარი სადაზღვევო ზა რალი (ბრუტო) დაზღვევ ის სახეობების მიხედვით:

banner
წინა სტატიაშისოფო ხორგუანი: „ეს ქვეყანა რომ იმ სადისტებისა და მავნებლების მობრუნებას არ იმსახურებს, ეს ნამდვილად ვიცი“
შემდეგი სტატია„გამოძიება უნდა დაიწყოს“ – ირაკლი სესაიშვილი სკანდალურ აუდიო ჩანაწერზე