2017 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა

017 წელს, წინა წლებთან შედარებით, ხანძრებისა და მათ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 15 222 ხანძარი დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 79 შეადგინა. ასეთი მაღალი მონაცემი, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში 2001 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

მაგალითად, უწყების ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 10 951 ხანძარი მოხდა და 49 ადამიანი დაიღუპა, 2015-ში კი 14 614 ხანძარს 67 პირი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიზვავსაშიშროების გამო, კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტროში იმსჯელეს უკრაინულ უნივერსიტეტებზე, რომლებიც ქართველ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების გარეშე ღებულობენ