“2017 წელი გაღარიბების, ეკონომიკური უკუსვლის და შეუსრულებელი დაპირებების წელი იქნება”-ბაქრაძე

დღეს პარლამენტში 2017 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს ფინანსთა მინისტრი კიდევ ერთხელ , ამჯერად პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

როგორც უკვე ცნობილია, ბიუჯეტის პროექტს მხარს საპარლამენტო უმცირესობა არ დაუჭერს. ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტი არ შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ის კიდევ უფრო დაასუსტებს ლარს და გაზრდის ფასებს.

„2017 წელი საქართველოში იქნება შემდგომი გაღარიბების, ეკონომიკური უკუსვლის, ლარის გაუფასურების და შეუსრულებელი დაპირებების წელი. ამიტომ ასეთ პირობებში ბუნებრივია, რომ ჩვენ ვიქნებით ამ ბიუჯეტის წინააღმდეგი,” – აცხადებს დავით ბაქრაძე

banner
წინა სტატიაშიშსს-მ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატია“2017 წლის ბიუჯეტი იძლევა შესაძლებლობას, რომ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს და არ გაუარესდეს”