2017-2018 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 მაისს, დილის 9:00 საათზე დაიწყება ვებგვერდზე: www.registration.emis.ge
ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისიდან – 1 ივნისის ჩათვლით მხოლოდ იმ მოსწავლეებისთვის განხორციელდება, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/mes.gov.ge/videos/1675777615773310/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაში„საარჩევნო სისტემა, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, არის მუსოლინის სისტემა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ძმები გია და ლევან ყარამანიშვილები უჩა მამაცაშვილს რუსთავი 2-ის წილის გაყიდვაზე არ შეთანხმებიან