2017 წელს ენგურჰესი გაჩერდება… საიდან შეავსებს საქართველო დანაკლისს?

2017 წელს ენგურჰესი გაჩერდება

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზებისა და ქართველების ურთიერთთანამშრომლობის ერთადერთი მოედანი ენგურჰესი, 2017 წელს რემონტის გამო გაჩერდება.
აფხაზური ,,ჩერნომორენერგოს,, გენერალური დერექტორის ასლან ბასარიას განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის გარეშე, აფხაზეთი ელექტროენერგიას ვერ მიიღებს, ისევე როგორც ქართული მხარე ვერ მიიღებს ენგურჰესის ელექტროენერგიას აფხაზების გარეშე.
რეკონსტრუქციულ სამუშაოებზე საუბრისას, ბასარიამ აღნიშნა, რომ ამ სამუშაოების ნაწილი უკვე მიმდინარეობს, ვარდნილჰესი-1-ზე სარემონტო სამუშაოების სახით. ბასარიას განცხადებით ვარდნილჰესზე წყლის გამტარი არხის რემონტი მიმდინარეობს.
უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაოები 2017 წლისთვის არის დაგეგმილი, რაც ენგურჰესისათვის საირიგაციო გვირაბის რემონტს გულისხმობს, რომელიც ქართულ მხარეს არსებული წყალსაცავიდან აფხაზურ მხარეს არსებულ აგრეგატებს აწოდებს წყალს. ,,ეს გვირაბი დიდი ხანია არ გარემობნტაბულა, მიუხედავად იმისა, რომ ნორმატივებით ყოველ 5 წელიწადს უნდა შეკეთდეს,, განაცხადა ბასარიამ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ამ სამუშაოების შესრულებისას ენგურჰესი მთლიანად უნდა გაჩერდეს. ენგურჰესის გაჩერებით გამოწვეულ ელექტროენერგიის დეფიციტს, ბასარიას განცხადებით აფხაზეთი რუსეთიდან შეავსებს… გასარკვევი რჩება მხოლოდ ის საკითხი, თუ საიდან შეავსებს საქართველო იმ კოლოსალურ დანაკლისს, რაც ენგურჰესის გაჩერებით წარმოიშობა?

banner
წინა სტატიაშირუსეთმა აშშ განიარაღების შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაბაქო – ევროპული თამაშების გახსნის ცერემონია (VIDEO)