„2017 წლის ბოლოს მთელი საქართველო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 15, 2015 20:25

„2017 წლის ბოლოს მთელი საქართველო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი

„2017 წლის ბოლოს მთელი საქართველო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი“„2017 წლის ბოლოს მთელი საქართველო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი“ – ეს განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

„საქართველოს მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნას მაგისტრალური საკაბელო სისტემა და 2000-მდე დასახლებულ პუნქტში მივიდეს ხელმისაწვდომი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. კომპანია, რომელიც მაგისტრალური სადენების სისტემის შექმნის სამუშაოებს შეასრულებს, ვალდებული იქნება, სამი წლის განმავლობაში მოახდინოს მთელი საქართველოს ცენტრალური ქსელებით უზრუნველყოფა, რის შემდეგაც უფრო მცირე ზომის პროვაიდერები მოახდენენ საბოლოო მომხმარებლამდე ინტერნეტის მიყვანას. დაახლოებით 2017 წლის ბოლოს, ფაქტიურად მთელი საქართველო იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფილი, რასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიური სერვისებით ისარგებლონ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას. რეგიონებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ინტერნეტის მაღალი სიჩქარის უზრუნველყოფა და დაბალი ფასები მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნესს განვითარდეს უფრო ჩქარი ტემპებით, გაზარდოს საკუთარი კონკურენტუნარიანობა და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზებით საქართველოს მთელი ტერიტორიის დასაფარად საჭირო პირობების შესაქმნელად 2014 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“, სს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „საქართველოს ფოსტას, “სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“, სსდ „საავტომობილო გზების დეპარტამენტის“, სს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციისა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 15, 2015 20:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics