2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა

სასტუმრო “ჰუალინგში” წლის საუკეთესო სპორტსმენები 9 ნომინაციაში გამოავლინეს. წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე გახდა.

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ზვიად პატარიძე.

საუკეთესო პარასპორტსმენი კაცის ტიტული ზედიზედ მეორედ რიოს 2016 წლის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ოქროს პრიზიორს, ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს ერგო.

საუკეთესო პარასპორტსმენი ქალის ტიტული კი პარალიმპიური თამაშების ლიცენზიანტს ეტლით მოფარიკავეს ირმა ხეცურიანს გადაეცა.

საუკეთესო მსაჯის ტიტული ედიშერ მაჩაიძეს გადაეცა.

საუკეთესო ეროვნული ფედერაციის სტატუსი ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას ერგო.

2016 წლის საუკეთესო ეროვნული ნაკრების ტიტული კი კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ერგო.

საუკეთესო სპორტული მენეჯერი – ნიკოლოზ ჯღარკავა, ფეხბურთის ფედერაცია

წლის აღმოჩენა – ზაზა ნადირაძე

საუკეთესო ლეგიონერი – ზაზა ფაჩულია

სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – გიორგი ჭუმბურიძე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო ჯგუფი

საუკეთესო ბიზნეს-კომპანია – “სოკარი”

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სპორტის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის – საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და ელჩი ოთარ ბერძენიშვილი

საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები – რაგბის ახალგაზრდული ნაკრები.

banner
წინა სტატიაშისირიიელი ლტოლვილები თურქეთის არმიაში იმსახურებენ?
შემდეგი სტატიამარნეულში მკვლელობა მოხდა – ცოლმა ქმარი ნაჯახით მოკლა