2016 წლის ივანიშვილი ებრძვის 2012 წლის ივანიშვილს – ლევან ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკულ განცხადებებზე

ლევან ბერძენიშვილი ყოფილი პრემიერის ბოლო განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ ივანიშვილი რესპუბლიკურ პარტიაზე და დავით უსუფაშვილზე მას შემდეგ განაწყენდა, რაც მან ქართულ ოცნებაში გადასვლაზე უარი უთხრა.

ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ “ივანიშვილს პარტია არ ესმის, მას არ უყვარს პარტიული აზროვნება. მას მოსწონს სულ სხვა ტიპის აზროვნება. ის მიეკუთვნება იმ ადამინების რიცხვს, რომელსაც ჰგონია, რომ პოლიტიკას აკეთებენ ადამიანები. მაგალითად, თავად ის აკეთებს პოლიტიკას. სინამდვილეში არც ერთი პოლიტიკური სისტემა არ არის წარმატებული პოლიტიკური პარტიის გარეშე“.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ „2016 წლის ჩამოსხმის ბიძინა ივანიშვილი, ანუ ახალი ვერსია, ებრძვის 2011 – 2012 წლის ბიძინა ივანიშვილისას“.

banner
წინა სტატიაშიარ შეგვშინებია ციხის, იატაკქვეშეთის, ციმბირის და რეიტინგების შეგვეშინდება?! – ლევან ბერძენიშვილი
შემდეგი სტატია“გირგვლიანზე ქე მაინც იძალადეს და საცოდავი სტურუა ისე გაუმწარებიათ, სიცოცხლე მოისწრაფა”