2016 წლის ეროვნული გამოცდებისთვის 40 000–მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

წერს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ დროისათვის 40 – ათასამდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

“დარეგისტრირდა ბევრი, 40 000–მდე. დილის მონაცემებით, 39 500–ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. თუმცა დღეს ექვს საათამდე ჯერ დრო კიდევ არის და ველოდებით, რომ 40 ათასს გადააჭარბებს. სხვა წლებთან შედარებით აბიტურიენტების რაოდენობა ნამდვილად არ არის შემცირებული. როგორც გახსოვთ, შარშანაც დაახლოებით ამავე რაოდენობის აბიტურიენტები გვყავდა. თუ საღამომდე ასეთი ტემპით გაგრძელდა რეგისტრაცია, წელსაც 40 ათასს გადავაჭარბებთ”,– განაცხადა მიმინოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების მორიგი კომპრომატების მასტერკლასი
შემდეგი სტატია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, პრკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება