2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საპარლამენტო უმცირესობა არ ესწრება

2016 წლის ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავს. დეპუტატებს ბიუჯეტის პარამეტრებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცნობს.

სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატების“ და ახალი პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ წევრები არ ესწრებიან.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის რეალური ზრდის 3%-იანი, ხოლო ინფლაციის 4,5%-იანი პროგნოზის პირობებში, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზებთან, რეგიონში შექმნილი რელობისა და კონსერვატული მიდგომის გათვალისწინებით.

banner
წინა სტატიაშიერთწლიანი სწავლება გერმანიაში–რა სასწავლო პროგრმა ინერგება სტუ-ში?!
შემდეგი სტატიაჰონკონგის პროექტი – აფხაზეთისთვის მაგალითი თუ განუხორციელებელი ოცნება?!