2016 წლიდან პენსია 180 ლარი გახდება

პენსია 2016 ივლისიდან 180 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ სულ რამენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

პენსიების მატების თემაზე პრემიერმა ისაუბრა მთავრობის სხდომაზე. დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე საპენსიო რეფორმაზე მუშაობასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება.

“გადავწყვიტეთ, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან პენსიები გახდეს 180 ლარი. შევახსენებ ყველას, რომ 2012 წლიდან ჩვენ პენსიები გავზარდეთ დაახლოებით 64 პროცენტით. ეს არის 600 მილიონ ლარამდე მატება. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად საპენსიო რეფორმაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სიტემა და ჩვენ ეტაპობრივად გადავიდეთ ახალ სისტემაზე,” – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები ირაკლი შოთაძეს გამოუძიებელი საქმეებისა და შერჩევითი სამართლის გამო აკრიტიკებენ
შემდეგი სტატია„საქართველოს წარმატება იქნება ევროპული წარმატების მნიშვნელოვანი მაგალითი რეგიონში“