2016 წელს თბილისის მეტროს 7 სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

narmaniaროგორც თბილისის მერი, დავით ნარმანია აცხადებს, მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის დედაქლაქის ბიუჯეტიდან 7 მლნ. ლარი გამოიყოფა.
“2016 წელს დედაქალაქში 7 მეტროს სადგურის კაპიტალური რეაბილიტაცია იგეგმება. გათვალისწინებულია მეტროს სადგურის – ვაგზლის მოედანი-1, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი, ავლაბარი, ვარკეთილი და ახმეტელის თეატრი კაპიტალური რეაბილიტაცია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა და პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე, გამწვანებითი ღონისძიებები რჩება.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიამთაწმინდის გამგებელმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა