2016 წლის ბიუჯეტი მთავრობამ 3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა

2016 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს პარლამენტში დღეს ელოდებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მთავრობამ ბიუჯეტი 3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა. ცნობილია ისიც, რომ გასული 3 წლის მსგავსად მთავრობის პრიორიტი 2016 წელსაც სოციალური პროგრამები იქნება.

“10 მილიარდამდე იქნება ბიუჯეტი. სოციალურ პროექტები შენარჩუნებულია. ინფრასტრუქტურული პროექტები მრავლად არის,” – აცხადებს ზურაბ ტყამალაძე.

დეპუტატი ნოდარ ებანოიძე კი ამბობს, რომ მთავრობა ბიუჯეტს პარლამენტში დღეს გადმოაგზავნის გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტის წარმოდგენის ვადა დღეს იწურება.

banner
წინა სტატიაში“წარსულზე ან კარგი უნდა თქვა, ან – არაფერი”, – მეჭიაური საგანელიძეზე
შემდეგი სტატია“მე მაქვს ჩემი მიზნები, რომ ვიღაცეებს არ მივცე საშუალება ევროპაში საქართველოს შეუქმნან ცუდი რეპუტაცია”