2015 წლის ნოემბრის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტები შესაძლოა ჩაშლილად გამოცხადდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის საბჭოს წევრის ევა გოცირიძის განცხადებით, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების წინასწარ გაჟონვასთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

გოცირიძის განცხადებით, განიხილება საკითხი, მთლიანად გაუქმდეს გამოცდის შედეგები, თუ სერთიფიკატები მხოლოდ მათზე არ გაიცეს, ვისზეც ეჭვი არსებობს.

“მე წინააღმდეგი ვიქნები, რომ მათ მიიღონ სერთიფიკატი. საუბარი იყო იმაზე, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს არ უნდა მიეცეთ სერთიფიკატი, რომლებზეც ეჭვები არსებობს, თუ არავის და ეს გამოცდა ჩაითვალოს ჩაშლილად. ვიფიქრეთ, რა დააშვეს მათ, ვინც პატიოსნად ჩააბარა და რატომ უნდა დაზარალდნენ ისინი. ამიტომ, საჭიროა გამოკვეთა იმ ადამიანების, ვის მიმართაც ეჭვები არსებობდა. ისიც იქნება გასარკვევი, ეს გაჟონვა უკავშირდებოდა ვინმეს არაკეთილსინდისიერბას, თუ ტექნიკურ შეცდომას. ან ვიღაცის მცდელობას, რომ შეეღწია კომპიუტერში და მიეღო გარკვეული ინფორმაცია”, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის განცხადებებით, 2015 წლის ნოემბერში, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე, ტესტები და წერითი კაზუსები წინასწარ გამჟღავნდა.

banner
წინა სტატიაში,,გირჩი” პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეკითხვებით მიმართავს
შემდეგი სტატია“აუცილებლად წამოიწევს “გაზპრომის” საკითხი”- უმცირესობა პრეზიდენტს შეკითხვებს “გაზპრომთან” დაკავშირებითაც დაუსვამს