2015 წლის განმავლობაში იმაზე, რაზეც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ არ უნდა გააკეთოთ, 327 მილიონზე მეტია დახარჯული

11gogorishvili“2015 წლის განმავლობაში იმაზე, რაზეც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ არ უნდა გააკეთოთ, 327 მილიონზე მეტია დახარჯული” – ასე გამოეხმაურა დღეს, პარლამენტში, ბიუჯეტის განხილვას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი.

“ხელფასები, პრემიერი, დანამატები – ესაა თემა, რომელიც თქვენს ხელისუფლებას მუდმივად თან დასდევს. თქვენ ამბობთ, რომ ხელფასები არ იზრდებად, უბრალოდ, ადრე ის სუბსიდიის მუხლში ეწერა და ახლა შრომის ანაზღაურების მუხლში გადმოგაქვთ. თუ ეს მართლა ასეა, რატომაა, რომ 2015 წლის ბიუჯეტში, სუბსიდიის მუხლში წერია 236 მილიონი, ხოლო 2016 წლის ბიუჯეტში – 264 ?!

რაც შეეხება იმას, რომ მინისტრის და მისი მოადგილეების ხელფასები მცირდება, თუ ათვლის წერტილად მინისტრ სანიკიძის მიერ აღებულ 12 500 ლარს თვეში, ან თალაკვაძის ყოველთვიურ 5 540 ლარ პრემიას, თუ აქედან ითვლით, მაშინ შემცირდა, რა თქმა უნდა. მაგრამ, მთლიანად 2015 წლის განმავლობაში, რომლის 9 თვის მონაცემებიც მაქვს, პრემიებზე და დანამატებზე გაცებულია 200 მილიონზე მეტი,შტატგარეშე ანაზღაურება 100 მილიონზე მეტია, ხოლო შეზღუდულ, აკრძალულ რბილ ავეჯზე, 19 მილიონზე მეტი დაიხარჯა. ანუ, ჯამში, 2015 წლის განმავლობაში იმაზე, რაზეც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ არ უნდა გააკეთოთ, 327 მილიონზე მეტია დახარჯული. “

banner
წინა სტატიაში“ის, რომ თქვენ მინისტრის პორთველს ფლობთ, ეს თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობების დამსახურება არ გახლავთ
შემდეგი სტატიასაქართველოს და თურქმენეთის პრეზიდენტებმა ეკონომიკური პროექტები განიხილეს