2015 წელს, შარშანდელთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 13 პროცენტით იკლო

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც “თაიმერს” საქსტატიდან აცნობეს, 2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9928 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2204 მლნ აშშ დოლარი იყო (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7724 მლნ აშშ დოლარი (10 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წელს 5521 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა
შემდეგი სტატია,,გიორგი ქადაგიძის მოსმენის გადადება თავად ეროვნულმა ბანკმა გვთხოვა”