2015 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა 623 ათასი გამოძახება შეასრულა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. მოხდა ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა და მოდერნიზაცია. სამედიცინო აღჭურვილობის გაახლებისათვის 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

“ საკმაოდ მძიმე წელი იყო, 623 ათასი გამოძახება შესრულდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ, აქედან 150 ათასი დასრულდა ჰოსპიტალიზაციით. დაგეგმილი ბიუჯეტის ხარჟებში შეძენილი იქნა რამოდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ სტანდარტებს. ასევე შეძენილი იქნა სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც ასევე ძალიან მიახლოვებულია ევროპულ სტანდარტებთან და მისი საშუალებით ჩვენ უკეთესად მოვემსახურებით 2016 წელს თბილის მოსახლეობას“ – განცხადა სასწარაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა გიორგი ბუთხუზიმ.

banner
წინა სტატიაში(video) მიუნხენში მიგრანტების ჯგუფი პენსიონერებს დაესხნენ თავს, რომლებიც ცდილობდნენ გოგონას დაცვას
შემდეგი სტატიაუმრავლესობის გადაწყვეტილებით პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დებატები არ გაიმართება