2015 წელს ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

2015 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით, ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა, სადაც 5 106 პირი მონაწილეობდა. მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის 28 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 16 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი, ხოლო 12 შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სხვა მოტივი გამოიკვეთა.

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ქალთა მკვლელობების უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე.

სახალხო დამცველმა საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ანგარიში სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორს წარუდგინა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ნარკომომხმარებელი ქალებისთვის ორმაგ ბარიერს წარმოადგენს მკურნალობის ან ზიანის შემცირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა.

„პრობლემას წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ნარკომომხმარებელი ქალების განთავსება, რადგან თავშესაფარი ვერ უზრუნველყოფს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდებას.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ თავშესაფრებში არსებული მდგომარეობა კეთილსაიმედოა. თუმცა დაწესებულებას არ აქვს სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც უნდა იყოს მოწყობილი საცხოვრებელი და განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესები“,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს და რეკომედაციებით მიმართავს, რომ მოხდეს უფრო მეტად გააქტიურება ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. ამ მიმართულებით პრობლემებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

banner
წინა სტატიაშიდოლიძე, ბადურაშვილი, ბერიკაშვილი, შენგელაია… – “ოცნების” ყრილობაზე ინტელიგენციაც მიიწვიეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მედიის თავისუფლების მიმართულებით უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ