„2015 წელს, ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაყიდვას“ – ნათელაშვილის სკანდალური განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სკანდალურ ინფრომაციას ავრცელებს და ამბობს, რომ ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართვერლოს ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაყიდვას. მისივე თქმით, 2015 წელს, ხელისუფლებამ ირანთან, რუსეთთან და სომხეთთან ერთიანი ელექტროენერგეტიკული სივრცის შექმნის შესახებ პროექტი გააფორმა.

“2015 წლის დეკემბერში ივანიშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის შესაბამისადაც იქმნება ერთიანი ელექტროენერგეტიკული სივრცე ჩვენი ქვეყნისა, რუსეთთან, ირანთან, სომხეთთან, რაც ნიშნავს ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაყიდვას. ალბათ, არავის გიკვირთ, რატომ დაანგრია კალაძემ და ივანიშვილმა თერგისა და არაგვის ხეობები, რატომ გაკაფეს ხეები და წამოჭიმეს მაღალი ძაბვის საშინელი საფრთხობელები და დააწიოკეს იქ მცხოვრებელი ხალხი, აიღეს სალოცავები, საფლავები და ეს მუშაობა დღემდე გრძელდება და ორ-სამ წელში გათვლილია აღნიშნული პროექტის დასრულება,” – ამბობს ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ბიძინაშვილი : პუტინი ივანიშვილს გახარიას გადაყენებას მოსთხოვს
შემდეგი სტატია20 არასამთავრობო რ2-ის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს