2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი მთავრობის სხდომაზე ხვალ იქნება წარდგენილი

2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი ხვალ მთავრობის სხდომაზე იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გუშინ შეხვედრა შედგა პრემიერ-მინისტრთან. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრი მუშაობს.

“დღეს ბოლო კომუნიკაციას ახდენს იგი ყველა სამინისტროსთან და ხვალ, სავარაუდოდ, მთავრობის სხდომაზე იქნება წარმოდგენილი საბოლოო ვარიანტი. ყველა სამინისტროში, მათ შორის ჩვენს სამინისტროშიც ძირითადი შეკვეცა ხდება ადმინისტრაციული ხარჯების კუთხით და პრემიებისა და შრომის ანაზღაურებების მუხლში ხდება ძირითადი შეკვეცა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, თუ შეუძლია მას კონკრეტული რიცხვის დასახელება, თუ რამდენით მოხდება შემცირება, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხვალ მთავრობის სხდომაზე იქნება საბოლოო რიცხვი წარმოდგენილი.

“დღეს კიდევ ხდება შეჯერება”, – -აღნიშნა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდოლარის ოფიციალური ფასი 2.2706 ლარია
შემდეგი სტატია94 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის განმავლობაში შეეძლებათ