2015 წელი ქალების წლად გამოცხადდა

news
: news იანვარი 15, 2015 19:01

2015 წელი ქალების წლად გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით 2015 წელი ქალთა წლად გამოცხადდა. გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ განცხადება საკუთარ რეზიდენციაში გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტი, ფიქრობს რომ ქვეყნის მართვაში ქალთა მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია.

“საქართველოს ყველაზე დიდი გასაჭირის დროს ქალებმა თავის თავზე აიღეს და ის ძალიან დიდი ეკონომიკური, პოლიტიკური ნგრევა გადაიტანეს. აუცილებელია ქალები იყვნენ ჩართულები პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში,”- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობაზეც გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ დაგმო მომხდარი ფაქტები. გიორგი მარგველაშვილმა დღესვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურად იქნება ჩართული.

news
: news იანვარი 15, 2015 19:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics