2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 26,7% უმაღლესი განათლების მქონეა

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, მიღებულ იქნა ინფორმაცია 10 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში განათლების მიღწეული დონის შესახებ.

მოსახლეობის 26,7% უმაღლესი განათლების მქონეა, პროფესიულის 17,4%, სრული ზოგადი განათლების (ზოგადი განათლება) 36,7%.

ზოგადი განათლების საბაზისო განათლება მიუთითა 8,4%, ხოლო დაწყებითი საფეხური 5,7%.

ამასთან განათლების დონის შესახებ მონაცემები განსხვავდება დასახლებების ტიპების მიხედვით. მაგალითად, უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის 78,0% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო 22,0% სასოფლოში.

სრული, ზოგადი განათლების მქონეთა 47,2% საქალაქო დასახლებებში, ხოლო 52,8% სასოფლოში.

banner
წინა სტატიაშიამერიკელ მაგნატს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაზვიად გობეჯიშვილი-საგარეო უწყების განმარტებას ვერ დავეყრდნობით და განმარტებებს ვითხოვთ პრემიერ–მინისტრისგან