2014-2016 წლებში საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ 61 816 ლიტრი საწვავი მოიხმარეს

2014-2016 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ 61 816 ლიტრი საწვავი მოიხმარეს. ყველაზე ხარჯიანი ამ მხრივ 2014 წელი იყო, დასახელებულ პირებზე გამოყოფილმა საწვავის რაოდენობამ 24 909.57 ლიტრი შეადგინა. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ გასულ წელს 2015 წელთან შედარებით, საწვავის მოხმარება მცირედით გაზრდილია და ჯამში 18 815 ლიტრი შეადგინა. აღნიშნული მონაცემები “ფლანგვის დეტექტორმა” საკრებულოდან გამოითხოვა.
განვლილი 3 წლის განამვლობაში მოხმარებული საწვავის წილობრივად შემდეგნაირად გამოიყურება: ( დღიური ნორმა დაანგარიშებულია დასვენების დღეების გამოკლებით)
1) გიორგი ტყემალაძე (საკრებულოს თავმჯდომარის I მოადგილე ) – 16 680 ლიტრი, დღე- 21,5 ლიტრი.
2) მალხაზ მჭედლიშვილი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) – 16 053 ლიტრი, დღე – 21 ლიტრი
3) გიორგი ალიბეგაშვილი (საკრებულოს თავმჯდომარე) – 14 675 ლიტრი, დღე- 18 ლიტრი
4) გიორგი ახვლედიანი – (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) – 14 404 ლიტრი, დღე – 18 ლიტრი
მიჩიგანის უნივერსიტეტის (University of Michigan) 2015 წლის კვლევის მიხედვით, აშშ-ში მძღოლი ერთი წლის განამვლობაში საშუალოდ 2300 ლიტრ ბენზინს მოიხმარს. გამოდის, რომ საკრებულოს ხელმძღვანელობა დაახლოებით 3000 ლიტრით მეტ ბენზინს წვავს წლის განამვლობაში, ვიდრე საშუალო სტატისტიკური მძღოლი.

 

 

banner
წინა სტატიაშიმეცნიერები: მსოფლიოში ყოველი მეათე სიკვდილის გამომწვევი სიგარეტია
შემდეგი სტატიასს ,,ბანკი ქართუ” განცხადებას ავრცელებს